воскресенье, 6 марта 2016 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

გავეცანით კოლეგების პორტფველიოს მასალებს. გავაკეთეთ პრეზენტაციები, ვიმსჯელეთ საპროექტო იდეების აქტუალობასა და პრაქტიკაში განხორციელების წარმატებულობაზე,მივიღეთ ტრენერის რეკომენდაციები, მოვისმინეთ კოლეგების კომენტარები. მადლობა ტრენერს საუკეთესო ტრენინგისათვის, მადლობა კოლეგებს თანამშრომლობისათვის.

суббота, 5 марта 2016 г.

მერვე დღის რეფლექსია

დღე ნაყოფიერად დაიწყო. გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს, ვიმუშავეთ დიფერენცირებული სწავლების კითხვარზე. მოვახდინეთ პორტფველიოს განხილვა და შეფასება.

вторник, 1 марта 2016 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ნაყოფიერად დაიწყო, გავეცანით მოსწავლეთა პროექტის შეფასების რუბრიკებს და მოვახდინეთ პროექტის შესაბამისად მისი ადაპტირება. დავალებად გვაქვს შევავსოთ პროექტის მიმდინარეობა და გავწეროთ კვირების მიხედვით.