დღეს გავეცანით მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციას,შევიტანეთ კორექტივები და გადავედით ახალ თემაზე შეფასებები. შევქმენით შეფასების დროის ჩარჩო, ინტელის ბიბლიოთეკაში არსებული რუბრუკებით. შემდეგ ავტვირთეთ ბლოგზე.
суббота, 27 февраля 2016 г.
вторник, 23 февраля 2016 г.
воскресенье, 21 февраля 2016 г.
მეხუთე დღის რეფლექსია
ვისწავლე ბლოგზე პრეზენტაციის განთავსება. გავეცანით მესამე მოდულს და პრეზენტაციას საავტორო უფლებების შესახებ.მივიღეთ ინფორმაცია ნაშრომზე,პრეზენტაციაზე გამოყენებული წყაროების,ლითერატურის მითითების სტილის შესახებ.მივიღეთ დავალება მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციის შესახებ.ეს დღე მეტად შრომატევადი და დამღლელი იყო, რადგან ინტერნეტი შეფერხებით მოგვეწოდებოდა.
суббота, 20 февраля 2016 г.
მეოთხე დღის რეფლექსია
დღეს ვიმუშავეთ ამოცანებისა და მიზნების დახვეწაზე.დავამუშავეთ საკვანძო კითხვები და განვათავსეთ ბლოგზე.მოვაწესრიგეთ მასალები და შემდეგ პროექტის პორთველიო ავტვირთეთ Google-ს დისკზე.
მიმართულების მიმცემი კითხვები
ზოგადი კითხვა:
რა არის ადამიანისთვის ყველაზე ღირებული?
თემატური კითხვა:
რით განსხვავდება სოკო სხვა ცოცხალი ორგანიზმებისაგან?
როგორ დავიცვათ ხეები პარაზიტული სოკოსგან?
შინაარსობრივი კითხვა:
რა დამახასიათებელი თვისებები აქვთ შხამიან სოკოებს?
რომელი სოკო გამოიმუშავებს ანტიბიოტიკს?
რა არის ადამიანისთვის ყველაზე ღირებული?
თემატური კითხვა:
რით განსხვავდება სოკო სხვა ცოცხალი ორგანიზმებისაგან?
როგორ დავიცვათ ხეები პარაზიტული სოკოსგან?
შინაარსობრივი კითხვა:
რა დამახასიათებელი თვისებები აქვთ შხამიან სოკოებს?
რომელი სოკო გამოიმუშავებს ანტიბიოტიკს?
воскресенье, 14 февраля 2016 г.
მესამე დღის რეფლექსია
დღეს დავამთავრე ბუკლეტეზე მუშაობა.ჩემს მიერ წარმოდგენილ პროექტს შეუსაბამე ე.ს.გ-დან სტანდარტები და ინდიკატორები და განვათავსე ჩემს მასალებში. დავწერე კოლეგის მიერ გამოქვეყნებული პროექტის იდეის უკუკავშირი.ვისწავლე ბლოგში ახალი გვერდის ჩამატება.მადლობა ქალბატონ ლალის.
სასწავლო ამოცანები
მოსწავლეები შეძლებენ:
- ერთმანეთისაგან განასხვაონ საჭმელად ვარგისი, შხამიანი და პარაზიტი სოკოები.
- გაანალიზებენ და იმსჯელებენ სოკოს დადებით და უარყოფით მხარეებზე.
- შეიმუშავებენ და რეკომენდაციას გაუწევენ საჭმელად ვარგის სოკოების მოხმარებას.
суббота, 13 февраля 2016 г.
ჩემი პროექტის იდეა
პროექტის სახელწოდება: სოკოები და მათი ზოგადი დახასიათება
პროექტის მოკლე აღწერა: საკვებად ვარგისი , შხამიანი და პარაზიტი სოკოები.
პროექტის სრული აღწერა: სოკო ღირებული პროდუქტია. ბუნებაში მისი მრავალი სახეობა არსებობს. ისინი თავისი თვისებებით შეიძლება დავყოთ საკვებად ვარგის, შხამიან და პარაზიტებად. ხშირია მოსახლეობის სოკოთი მოწამლის შემთხვევები. ამიტომ ჩვენი პროექტის მიზანია ვიცოდეთ მათი ცნობა. მოსწავლეები მოიძიებენ სოკოებს ბუნებაში.დაგეგმავენ იქ გამგზავრებას და მოახდენენ მათ აღწერას ადგილზე. გადაიღებენ ფოტოებს, დაახარისხებენ მათ განსხვავებული ნიშანთვისებების მიხედვით. დაიყოფიან სამ ჯგუფად. თვითოეული ჯგუფი იმუშავებს განსხვავებული თვისების მქონე სოკოებზე,აღწერენ მათ აღნაგობას, ადგილმდებარეობას. ისწავლიან პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა ხერხებს, დაამზადებენ ბუკლეტებს და გაზაფხულზე დაურიგებენ მოსახლეობას რათა გაეცნონ საკვებად ვარგის სოკოებს.
მეორე დღის რეფლექსია
დღეს ვისწავლე ბლოგის შეცვლის დიზაინი,შეტყობინების გაგზავნა, ბუკლეტების შექმნა, ბროშურებში განთავსებული სტატიის დაგეგმვა. დღევანდელი ნასწავლი დამეხმარება საგაკვეთილო პროცესში და პროექტის წარმართვისას
пятница, 12 февраля 2016 г.
ინტელის ტრენინგები დაიწყო
ვისწავლი ბლოგში მუშაობას, პროექტის განთავსებას და მუშაობის დროს სხვადასხვა ოპერაციების დაუფლებას.
Подписаться на:
Сообщения (Atom)